რუსეთის მოქალაქეები თურქეთში რუსული რუბლით გადახდას შეძლებენ
უახლოეს მომავალში რუსეთის მოქალაქეები თურქეთში რუსული რუბლით გადახდას შეძლებენ. ამის შესახებ Denizbank-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ამ საკითხზე რუსული “სპერბანკი” თურქულ ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. საწყის ეტაპზე რუბლით გადახდა თურქეთის ტურისტულ რაიონებში იქნება შესაძლებელი.
როგორც Denizbank-ის წარმომადგენელმა ჰაკანა ატეშამ განაცხადა, „რუსი ტურისტები შეძლებენ ბანკებსა და ბანკომატებში ყველა აუცილებელი ოპერაციის ჩატარებას, ხოლო პერსონალი რუსულ რუბლს მიიღებს“.