“ბავშვთა სამყაროს” აღმასრულებელი დირექტორი – ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის

 „ეს პრობლემა მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ბავშვთა სამყაროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განუცხადა. მაჭავარიანის თქმით, ყველა დაზარალებული ერთმანეთს მხარში უდგას.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ადმინისტრაციის მხრიდან მოვაჭრეების მისამართით შეთავაზებული, რომ აღნიშნული ტერიტორია დაეტოვებინათ, მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს თითოეული მოვაჭრის პირადი გადაწყვეტილებაა.
„ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ჩვენი თანამშრომლების მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არ არის საქმის კურსში. ჩვენ აბსოლუტურად, ქვედა ბაზრობა და „ბავშვთა სამყარო“ ვართ ასოციაციის წევრები და ვართ გაერთიანებული ერთი ძალა. ეს პრობლემა მარტო ჩვენი არ არის, ეს პრობლემა ირგვლივ ყველა ბაზრობის პრობლემაა.
ისე გვერდით გვიდგანან ის ადამიანები, როგორც მე დავუდგებოდი მათ. ყველა ადამიანის პირადი უფლებაა, გადავლენ თუ არა სხვა ტერიტორიაზე სავაჭროდ. უნდა გადავლენ, უნდა არ გადავლენ. იძულებით აქ არაფერი არ ხდება“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები