ტაჯიკეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში ორი ზვავის ჩამოწოლის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. ტრაგედია ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონებში მოხდა.
ხუთი ადამიანი მანქანაში იმყოფებოდა, რომელიც დუშანბე – ჰუჯანდის გზაზე ზვავმა დაფარა. კიდევ ორი ადამიანი ბადახშანის რაიონში დაიღუპა.
ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტი იუწყება, რომ ტაჯიკეთის სხვადასხვა რაიონში 40-მდე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგად 200-ზე მეტი ავტომობილი იყო ბლოკირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები