აშშ-ში ჩასვლაზე შეზღუდვა “გრინ ქარდის” მფლობელებს არ შეეხებათ

აშშ-ის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, რეინს პრიბუსმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში ჩასვლაზე შეზღუდვა „გრინ ქარდის“ მფლობელებს არ შეეხებათ.
დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებზე აშშ-ის ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
რეიბს პრიბუსმა ასევე განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც „შავ სიაში“ შეყვანილ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, აშშ-ში ჩასვლის დროს უფრო დეტალურად შეამოწმებენ. ეს ამერიკის მოქალაქეებსაც შეეხებათ.
ამ განცხადებით პრიბუსმა უარყო აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს პრესმდივნის, ჯილიან კრისტენსენის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვა „გრინ ქარდის“ მფლობელებსაც შეეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები