“ალდაგი” ზარალს მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ მფლობელს აუნაზღაურებს – რას აცხადებს კომპანიის დირექტორი

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს მხოლოდ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მფლობელს აუნაზღაურებს, – ამის შესახებ „კვირას“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალის მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა განუცხადა.
დირექტორი განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიაში მხოლოდ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობა არის დაზღვეული.
თუმცა, ვახტანგ ებიტაშვილი არ ამხელს ინფორმაციას, თუ როდის გაფორმდა ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანიასა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ მფობელს შორის ხელშეკრულება. მიზეზად კი, კომპანიასა და დამზღვევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალურობას ასახელებს.
მისივე თქმით, ხანძრისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება „ბავშვთა სამყაროს“ მხოლოდ შენობა-ნაგებობის საკითხზე მოხდება.
„ალდაგში“ დაზღვეულია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობები ხანძრის ზიანით. დღეს ხანძრის შედეგად დაზიანდა „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა, ამ ეტაპზე ჩვენი კომპანიის შესაბამისი დანაყოფები ჩართულნი არიან პროცესში და ისინი შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნების შემდეგ მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის დათვლა და ანაზღაურება. ხელშეკრულების პირობები კონფიდენციალური ინფორმაციაა. დამზღვევის ნებართვის გარეშე ამ ინფორმაციას ვერ გავცემთ. ჩვენს კომპანიაში არის სავაჭრო სახლ „ბავშვთა სამყაროს“ მხოლოდ შენობა-ნაგებობა, შესაბამისად, ზარალის ანაზღაურება მოხდება დამზღვევზე – „ბავშვთა სამყაროს“ მეპატრონესთან“, – აცხადებს ვახტანგ ებიტაშვილი.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნინო კობახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაც და საქონელიც 6 მილიონ ლარად არის დაზღვეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები