15 თებერვალს „ენგურჰესი“ გაჩერდება
15 თებერვალს „ენგურჰესი“ გაჩერდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ შეექმნება.
მისი განმარტებით, ჰესის გაჩერების მიზეზი გვირაბის დათვალიერება და სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც 2018 წელს დაიწყება.
სამუშაოების ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.