დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტრამპის ვიზიტის გაუქმებას არ აპირებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტის გაუქმებას. დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედრა იგეგმება.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორები დიდ ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის გაუქმებას მოითხოვენ მიგრანტებთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრების გამო. პეტიციას მილიონამდე ადამიანმა მოაწერა ხელი. მისი ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ტრამპი ქალთმოძულე შეხედულებებს იზიარებს და ძალზე ვულგარულად იქცევა, რამაც შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის დედოფალი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მიიწვია, რომელიც ქვეყნის პირველი ლიდერია, ვინც დონალდ ტრამპს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები