ფილიპინების პრეზიდენტმა ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლა შეაჩერა და კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო
ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლას აჩერებს და კორუფციასთან ბრძოლას იწყებს.
მისი განცხადებით, ბრძოლა, ძირითადად, კორუმპირებული პოლიციელების წინააღმდეგ გაიმართება. „თქვენ, პოლიციელები, ყველაზე კორუმპირებულები ხართ. ეს თქვენი სისტემაა“, – განაცხადა დუტერტემ. მისი ინფორმაციით, პოლიციელების 40% უკანონო საქმიანობაშია ჩართული. როდრიგო დუტერტემ ასევე განაცხადა, რომ ანტინარკოტიკულ კამპანიას პოლიციაში „წმენდის“ შემდეგ გააგრძელებს. დუტერტემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ფილიპინებში სამხრეთ კორეელი ბიზნესმენი გაიტაცეს და მოკლეს. ოფიციალურმა სეულმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი ფილიპინელმა პოლიციელებმა გაიტაცეს.