საკრებულოს თავმჯდომარე „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებზე: შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მოხდეს კრედიტებზე შეღავათების გაკეთება

 საკრებულო და მთავრობა ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს დაზარალებული ადამიანებისთვის თანაგრძნობის აღმოჩენა, ისინი მუნიციპალიტეტის და მთავრობის მხრიდან მიიღებენ ყველანაირ დახმარებას, – ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილ ხანძარზე საუბრისას განუცხადა, სადაც მან „ბავშვთა სამყარო“ და მისი მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა. მისივე თქმით, შესაძლოა, მოქალაქეებისთვის მოხდეს კრედიტებზე შეღავათების გაკეთება და სწორედ ამ კუთხით მოხდეს მათი დახმარება.
„შენობა არის შიგნიდან მთლიანად დეფორმირებული. სამწუხაროდ, შესვლა ვერ ხერხდება, რადგან ბეტონის ფილა დაზიანებულია და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. როგორც ჩანს, შენობა დასანგრევია. რაც შეეხება დაზარალებულ თანამოქალაქეებს, სამწუხაროა და მათ ჩვენ თანავუგრძნობთ. ისინი მუნიციპალიტეტის და მთავრობის მხრიდან მიიღებენ ყველანაირ დახმარებას“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე, ალიბეგაშვილი კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია. „ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე საუბარი ნაადრევია. ყველაფერი დადგინდება. ადმინისტრაციის დადანაშაულებას არ ვიჩქარებთ და დასკვნებს ვერ გამოვიტანთ წინასწარ. დამნაშავეს დაადგენს გამოძიება“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები