კახა კალაძე: სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების დაზღვევა სამომავლოდ აუცილებელიც უნდა იყოს

 „სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების დაზღვევა სამომავლოდ აუცილებელიც უნდა იყოს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში გაჩენილი ხანძრის კომენტარისას განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და მიზეზები გაირკვეს.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან დამთრგუნველია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. შევდივარ იმ ადამიანების მდგომარეობაში, ძალიან მძიმეა ეს მათთვის. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, უნდა გაირკვეს მიზეზები. სამომავლოდ, მე ვფიქრობ, ერთგვარი ვალდებულებაც კი უნდა იყოს სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების აუცილებელი დაზღვევა. ვფიქრობ, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს კატეგორიული მოთხოვნა, გამკაცრებული უნდა იყოს ამ მიმართულებით მიდგომები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები