“ირაკლი კობახიძე საკმაოდ კვალიფიციური კონსტიტუციონალისტია და მისი განცხადებები საყურადღებოა”

კობახიძის განცხადებას პრეზიდენტთის არჩევის თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვეთანხმებით, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ განაცხადა. კობალაძის განმარტებით მოქმედი კონსტიტუციის პრეზიდენტის ინსტიტუტს ცალპიროვნული მმართველობა არ გააჩნია.
„ირაკლი კობახიძე არის საკმაოდ კვალიფიციური კონსტიტუციონალისტი და მისი განცხადებები ყურადღებამისაქცევია. პრეზიდენტს ამ ეტაპზე მოქმედი კონსტიტუციით ზუსტად ცალპიროვნული მმართველობის უფლება არ გააჩნია, ის არის წამყვანი ფიგურა და ლიდერი, თუმცა ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს, ამიტომ მიმდინარეობს ამ თემაზე მუშაობა და დაველოდოთ შედეგებს”, – განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები