იემენში „ალ ქაიდას“ 14 „ბოევიკი“ და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

 იემენში, ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდას“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა. მოკლულია „ალ ქაიდას“ 14 „ბოევიკი“. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სპეცოპერაცია ელ-ბეიდას პროვინციაში ჩატარდა. საბრძოლო შეტაკება 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცოპერაციაში ამერიკული თვითმფრინავი, ვერტმფრენები და უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები