უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

 უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს. საბრძოლო შეტაკება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორი ავდეევკის მახლობლად მოხდა.
„ბოევიკებმა“ უკრაინის არმიის პოზიციები ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს, შემდეგ კი შეტევაზე გადავიდნენ, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს. პრორუსი სეპარატისტები შეტაკებებში უკრაინულ ჯარს ადანაშაულებენ. მათი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიჭრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები