კანადის მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ კვებეკის მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მომხდარი უკვე დაგმო კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, რომელმაც შემთხვევას ტერაქტი უწოდა.
თავდასხმის მომენტში მეჩეთში ათობით ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც იქ საკვირაო ლოცვას ესწრებოდნენ. კვებეკის პოლიციამ ორი პირი დააკავა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი სამი იყო.

16443472_10207860787509225_2103629334_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები