ბავშვთა სამყაროში ძლიერი ხანძარია (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, ბავშვთა სამყაროში ძლიერი ხანძარია, რომლიც ლოკალიზებაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მაშველთა 34 მანქანა მუშაობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული ხანძარი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მთელ შენობას უკიდია.
როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაცვის ორ წევრს ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც მივიდა.
როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილზე მყოფებმა განუცხადეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაცვის ორ წევრს ეძებენ.
შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც მივიდა.