კანადის პრემიერი: მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა კანადა მიიღებს ყველას, ვინც დევნის, ტერორისა და ომის მსხვერპლია

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ამერიკის შეერთებული შტატების მიგრანტებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ემიჯნება. შესაბამისი შინაარსის ტექსტს ის ტვიტერში აქვეყნებს.
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, კანადა მიიღებს ყველა დევნილს, ვისი აშშ-ში შესვლაც დონალდ ტრამპმა აკრძალა.
„მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა კანადა მიიღებს ყველას, ვინც დევნის, ტერორისა და ომის მსხვერპლია. მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ჩვენი ძალაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კანადაში“, – დაწერა ჯასტინ ტრიუდომ ტვიტერზე.
2017 წლის ბოლომდე კანადა ქვეყნის ტერიტორიაზე 300 ათასი მიგრანტის შეშვებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები