ამერიკიდან მიგრანტების გაძევების შესახებ განკარგულება დროებით შეჩერდა

 ნიუ-იორკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულება მიგრანტების გაძევების თაობაზე დროებით შეაჩერა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანების მიუხედავად მიიღო. ამ სახით მოსამართლე ენ დონელიმ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის სარჩელი დააკმაყოფილა. კავშირის ცნობით, გადაწყვეტილება სატრანზიტო ზონებში მყოფ 200-მდე ადამიანს შეეხება.
სასამართლო დადგენილებით ხელისუფლებას მიგრანტების დეპორტაცია დროებით შეეზღუდა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღება შეწყდა და სხვა ქვეყნებიდან დევნილი მოქალაქეებისთვის 120 დღის შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები