ბათუმში ხანძრის შედეგად ბარაკული ტიპის სახლები დაიწვა

ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბარაკული ტიპის სახლები დაიწვა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 250 კვადრატული მეტრი ფართობი. მომხდარის შედეგად, ღია ცის ქვეშ 12 ოჯახი აღმოჩნდა.
ხანძარს 7 სახანძრო ეკიპაჟი ებრძოდა, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება.
დაზარალებულები ბათუმის მერიისა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ. ისინი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები