7 ქვეყნის მოქალაქე, რომლებისთვისაც ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა, აშშ–ში ბილეთებს ვერ ყიდულობენ

7 ქვეყნის მოქალაქე, რომლებისთვისაც ტრამპმა ვიზების გაცემა შეაჩერა, აშშ–ში ბილეთებს ვერ ყიდულობენ. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც აშშ–ის ვიზა უკვე აქვთ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება. კერძოდ, რამდენიმე ავიაკომპანიამ აშშ–ში გამგზავრებაზე უარი უთხრა ირანის მოქალაქეებს.
ავიაკომპანიებმა Etihad Airways-მა, Emirates-მა და Turkish Airlines–მა ტურისტულ სააგენტოებს ირანის მოქალაქეებზე ბილეთების გაყიდვის შეჩერება სთხოვა. ირანის გარდა, დონალდ ტრამპის აკრძალვა ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში სირიელი ლტოლვილების მიღების პროცესი მთლიანად შეაჩერა. ასევე მან სხვა ქვეყნებიდან ლტოლვილების მიღება 120 დღით შეაჩერა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ტრამპმა სპეციალური ბრძანებულება „ემიგრანტების ექსტრემალური გადარჩევის შესახებ“ გამოსცა, რომელიც ქვეყანაში რადიკალური მუსლიმანი ტერორისტების შეღწევის წინააღმდეგ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები