ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის მეთაურს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და ის 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ეს ტრამპისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბარია.
ვლადიმერ პუტინამდე დონალდ ტრამპი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ესაუბრა.
საუბარი აშშ-ს პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში განახორციელა და მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწე მაიკლ ფლინი, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი რაინს პრიბუსი და პოლიტიკური მრჩეველის სტივენ ბენონი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები