კომპანია „გუგლი“ თავის თანამშრომლებს აშშ-ში სასწრაფოდ დაბრუნებას ურჩევს

ინტერნეტ კომპანია “გუგლი” საკუთარ თანამშრომლებს აშშ-ში სასწრაფოდ დაბრუნებას ურჩევს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. კომპანიაში შიშობენ, რომ შემდეგ მათ აშშ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ბრძანებულების ძალაში შესვლის შემდეგ შეიძლება პრობლემები შეექმნათ.
„გუგლში“ შიშობენ, რომ ამით კომპანიის 100-მდე თანამშრომელს შეიძლება პრობლემები შეექმნას. „გუგლი“ ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა დოკუმენტის ასლი სააგენტო „ბლუმბერგის“ ხელში აღმოჩნდა. კომპანიაში ასევე შიშობენ, რომ ტრამპის ბრძანებულებამ აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან ნიჭიერი სპეციალისტების მოზიდვას ხელს შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები