თედო ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ”კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თედო ჯაფარიძემ კისინჯერის ასოციაციის დირექტორსა და იელის უნივერსიტეტის პროფესორ თომას გრემთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებთან, ჯენიკ რანდონსა და რაჯ მემნონთან, ასევე, “Eurasia Group”-ის პრეზიდენტ იან ბრემერთან შეხვედრებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა. აღნიშნული შეხვედრებით პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები