ჯეიმს მეტისი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ჯეიმს მეტისი ოფიციალურად შეუდგა თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას, მან ფიცი დადო. თანამდებობის ოფიციალური დაკავება მეტისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიულოცა.
„გილოცავთ მინისტრობას“, – დაწერა ტრამპმა ტვიტერში.
თავის მხრივ, გენერალმა ტრამპს დიდი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ აშშ-ის ჯარის გაძლიერებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს.
გენერალმა ამერიკულ ჯარში 34 წელი იმსახურა. 2010-2013 წლებში ის აშშ-ის ცენტრალურ მეთაურობას ხელმძღვანელობდა, ასევე, იყო ერაყში შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა პირველი დივიზიის მეთაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები