ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. მხარეებმა  საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები