საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა ორპალატიანი პარლამენტის საკითხს მხარი არ დაუჭირა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობამ ორპალატიანი პარლამენტის ამოქმედების საკითხს მხარი არ დაუჭირა.
ორპალატიანი პარლამენტის შექმნა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის ამოქმედება დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საკითხი კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა დასვა.
ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა, რომლის შედეგად მის წინააღმდეგ ხმა კომისიის 12-მა წევრმა მისცა, მომხრე იყო კომისიის ხუთი წევრი, ხოლო სამმა თავი შეიკავა.