საბავშვო კვირა გადაცემების ციკლს იწყებს (ვიდეო)
„საბავშვო კვირა“ მედიაჰოლდინგის „კვირა“ და „საკვირაო სკოლის“ ერთობლივი პროექტია.
ის „კვირას“ დამატებითი ვებგვერდია, სადაც ყოველდღიურად შუქდება ყველა ის სიახლე და საინტერესო ინფორმაცია, რაც ბავშვებსა და მოზარდებს უკავშირდება, მათ შორის: შემეცნებითი, გასართობი, სასარგებლო და სხვა სახის. პორტალზე ქვეყნდება ინტერვიუები, ვიდეობლოგები, კონკურსები და სხვა.
პროექტი საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, ისე მშობლებისთვისაც. ახალ ვებგვერდზე ქვეყნდება „საკვირაო სკოლისა“ და „კვირას“ მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემებიც.