ზაზა სოფრომაძე: 1 თებერვლიდან, სოციალური მომსახურების სააგენტო კლინიკებთან მიმართებაში სადავო თანხებს შეაჩერებს

„პირველი თებერვლიდან ის თანხები, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო სადავოდ ჩათვლის კლინიკებთან მიმართებაში, შეჩერებული იქნას და როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერე მოხდება ამ თანხების ანაზღაურება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც დავით სერგეენკომ ზოგიერთი კლინიკის ადმინისტრაცია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.
”სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად ხდება კლინიკების მიერ წარმოდგენილი სამუშაოების მონიტორინგი, კორექტირება და შემოწმება. ეს არის სამი ეტაპი და თითქმის ყველა კლინიკას ეხება მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების კორექტირება. სიახლე არის ადმინისტრირების მიმართულებით. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეცემა უფლება, რომ 1-ელი თებერვლიდან ის თანხები, რომელსაც ის თვლის სადავოდ კლინიკებთან მიმართებაში, შეჩერებულ იქნას და როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მერე მოხდეს ამ თანხების ანაზღაურება და არა ისე, რომ ჯერ მოხდეს თანხების ანაზღაურება და შემდეგ იყოს დავები ამ თანხებთან მიმართებაში”, – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ. მისივე განმარტებით, კორექტირება და სამუშაოების ინსპექტირება გასულ პერიოდსაც შეეხება, თუმცა ახალი წესით ადმინისტრირება პირველი თებერვლიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები