მამუკა მდინარაძე: პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრე ვიქნები

პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრე ვიქნები, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული ქვეყნების მაგალითის საფუძველზე.
”პროპორციულ სისტემაზე გარკვეული დათქმებით გადასვლის მომხრე ვიქნები. დემოკრატიული ქვეყნების მაგალითები უამრავია, რასთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ არ იქნება მაჟორიტარული სისტემა, ავიღოთ რომელიმე ქვეყნის მაგალითი, ან მიმსგავსებული მაგალითი, რათა ჩვენ არ გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი და გვქონდეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც თუ იქნება მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა, შეიქმნას გარანტიები, რომ ეს არ გამოიწვევს კრიზისს და გაურკვევლობას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის დაწევას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის დაწევა სწორი არ იქნება.
”ბარიერის დაწევას არ ვეთანხმები. ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის და ამის პრეცედენტი უამრავია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც არ ვეთანხმები 5 პროცენტიანი ბარიერის დაწევას”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები