პრემიერი წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
საღმრთო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლინა. პატრიარქმა მრევლს წმინდა ნინოს ხსენების დღე მიულოცა და საქართველოს ხელისუფლება დალოცა.