გიორგი კახიანი: საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პარტიულ პლურალიზმს

საკონსტიტუციო კომისია დღეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის თქმით, საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პარტიულ პლურალიზმს.
“ჩვენ მოვისმენთ არგუმენტებს, რომლებსაც კომისიის წევრები გამოთქვამენ, მაგრამ ზოგადად ჩემი პირადი დამოკიდებულება იმის მიმართ თუ როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, არის შემდეგნაირი: – ეს უნდა უზრუნველყოფდეს პარტიულ პლურალიზმს, შემდეგ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამართულ ფუნქციონირებას, ამასთანავე ის უნდა იყოს თანხვედრაში არსებულ პარტიულ სისტემასთან და ზოგადად პოლიტიკური კულტურასთან, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, “ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები