„ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს“

ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს – ამის შესახებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ ისაუბრა.
”მან იცოდა, რომ საქართველო წარმართული იყო და აქ ინახება კვართი უფლისა, ძალა ღვთისა მუდამ იყო მასზედა. დიდება უფალს, რომელიც აძლევს ჯვარს და მასთან ერთად აძლევს ძალას ღვთისას, რომ ატაროს ეს ჯვარი. ჩვენ შევთხოვთ წმინდა ნინოს, რომ შუამდგომელი იყოს წინაშე ღვთისა, რომ საქართველო დამშვიდდეს, გაძლიერდეს და გამთლიანდეს”, – განაცხადა უწმინდესმა.
წირვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები ასევე დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პატრიარქმა ტაძარში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიმართა. ”შევთხოვ უფალს, რომ ძალა ღვთისა და მადლი ღვთისა იყოს მფარველი მათი და საქართველოსი. დაგლოცოთ და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები