ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისი უამინდობის გამო გადაიდო

ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისი უამინდობის გამო გადაიდო. როგორც „კვირას“ ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, დღეისათვის მხოლოდ ერთი რეისი – ბათუმი-სტამბოლი იყო დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის გამო, გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, რეისები ხვალ აღდგება.
აჭარაში ამინდის გაუარესების გამო, თოვლი მოვიდა. თოვლის საფარი მაღლობში 25 სანტიმეტრს, ზღვისპირას კი 2 სანტიმეტრს აჭარბებს.
სინოპტიკოსების ცნობით, თოვა რამდენიმე დღეს გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები