მალხაზ დოლიძე: პური ერთადერთი პროდუქტია, რომელიც სურსათის თვალსაზრისით უვნებელია

პურ-პროდუქტების მწარმოებლები ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას პურის შეღებვასთან დაკავშირებით სიყალბეს და ცრუ კამპანიას უწოდებენ.
“პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარემ, შპს “იფქლის” და შპს “პურის” წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და არსებულ თემასთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხეს.
მათი თქმით, პური ყველაზე უსაფრთხო პროდუქტია და მათ, ვინც მსგავს თემებზე საუბრობს, პროცესებში გასარკვევად თავიანთ კომპანიებში იწვევენ.
როგორც “პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, დილეტანტების მიერ გავრცელებული არასწორი და ცრუ ინფორმაცია პურ-პროდუქტების მსხვილ მწარმოებლებზეც მოქმედებს.
“აქ სწორედ ის მწარმოებლები არიან, რომლებიც ძირითადად ქმნიან ამინდს ამ სფეროში. პური ერთადერთი პროდუქტია, რომელიც სურსათის თვალსაზრისით უვნებელი პროდუქტია. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა პურთან დაკავშირებული ერთგვარი არასწორი ინფორმაცია და შეტევა, თითქოს არ არის დაცული უვნებლობის სტანდარტები და პური იღებება. პური სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება. ის 210-250 გრადუსზე ცხვება და მიკრობებზე საუბარი გამორიცხულია”, – აღნიშნა დოლიძემ.
რაც შეეხება საღებავებს, დოლიძის განმარტებით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ზოგიერთ იმ მწარმოებელს უკავშირდება, რომელიც არასწორ ეტიკეტირებასა და რეკლამირებას ახდენს.
“პურის შეღებვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. შესაძლებელია საუბარი იყოს გარკვეულ ტექნოლოგიებსა და დანამატებზე, რომელსაც გარკვეული მწარმოებელი იყენებს. მაგალითად, ფერმენტირებული ალაო, რომელიც ნატურალური პროდუქტია და ის გამოიყენება სხვადასხვა დოზით სხვადასხვა საცხობების მიერ. არის ავსტრიული, ლიტვური, გერმანული საცხობები, რომლებიც ამ ქვეყნებიდან ჩამოტანილ დანამატებს ხმარობენ და რომელიც დაშვებულია სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულმა და ასევე ზოგიერთი ჩვენი კოლეგის არასწორმა რეკლამამ და ეტიკეტირებამ რომ “ჩვენ არ ვღებვთ”, “შაქარი% ” ასე შემდეგ, გამოიწვია ეს სკეპტიციზმი, რომ პური იღებება”, – განაცხადა დოლიძემ.
მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სამსახური პერმანენტულად ამოწმებს ხარისხს, გარდა ამისა, ზოგიერთი მწარმოებელი ონლაინ რეჟიმში წარმართავს მთელ პროცესს, სადაც ნებისმიერი, ელემენტარული გადაცდომაც კი გამორიცხულია.
როგორც პურ-პროდუქტების მსხვილმა მწარმოებლებმა აღნიშნეს, მზად არიან, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც მსგავს თემებზე საუბრობს, საკუთარ საწარმოებში მიიწვიონ და მთელი პროცესი გააცნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები