საქართველოს ელჩი უკრაინაში ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით ხვალ ომბუდსმენს შეხვდება
საქართველოს ელჩი უკრაინაში – მიხეილ უკლება ქართველი ოფიცრის, გიორგი ცერცვაძის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა.
როგორც ჟურნალისტებს ელჩმა განუცხადა, ის ხვალ, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ომბუდსმენს შეხვდება.
„ცუდია ის, რაც მოხდა, მაგრამ ეს უკრაინის შიდა განაწესის გამო მოხდა. პრეტენზიას უყენებენ იმ მოსამართლეს, ვინც მიიღო მისი დროებით დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. არ წარმოადგინა შესაბამისი მასალები დღევანდელი სასამართლოსთვის და გადაიდო ტექნიკურად, 3 თებერვალს სასამართლო 11:00 საათზე დანიშნულია. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა, ხვალ ვხვდებით ომბუდსმენს, ქალბატონი ტატიანაც მოგვყვება, ადვოკატიც არის. ასე რომ, პროცესში ვართ ჩართული ყველა. მასალები, დოკუმენტები, ადვოკატთან კომუნიკაცია არის და ძალიან კარგია, მეუღლეც რომ ჩამოვიდა აქ და ხვალ ის ომბუდსმენთან შეხვედრას დაესწრება ,“ – განაცხადა მიხეილ უკლებამ.