დეპუტატი მიიჩნევს, რომ “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დაკავებული ქართველის საკითხით მანიპულირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობა” უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს საკითხით მანიპულირებას ცდილობს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას.
“ნაციონალური მოძრაობა”, თავისი ყველა განშტოებით, ამ თემით მანიპულირებს და ცდილობს, ქულები დაიწეროს, მოახდინოს ხელისუფლების დემონიზირება და საკუთარი თავი წარმოაჩინოს, თითქოს ის არის ქართული ჯარის და ყოფილი თუ მოქმედი სამხედროების დიდი დამცველი. ალბათ საზოგადოებისთვის უცნობია, ახლახან ვესაუბრე ფრაქციის თავმჯდომარეს და შევთანხმდით, რომ გავაჟღერებდი ამ ინფორმაციას: პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე უკრაინაში იმყოფებოდა ამ პერიოდში და სხვა საკითხებთან ერთად, ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია ის, რომ გიორგი შეხვდა არაერთ პირს, სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ანუ ხელისუფლების ყველა შტო, ყველა დაინტერესებული მხარე არის ამ პროცესში ჩართული და ჩვენი მიზანი სწორედ რომ საკუთარი მოქალაქის დაცვაა”, – აცხადებს მათიკაშვილი.
ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები