ზაზა გაბუნია: ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა წამოაგო რუსეთის პროვოკაციას, დღეს ადამიანის ბედით მანიპულირებენ

„ისინი, ვინც ჩვენი ქვეყანა წამოაგო რუსეთის უმძიმეს პროვოკაციას, დღეს, ადამიანის ბედით მანიპულირებენ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია უკრაინაში დაკავებული გია ცერცვაძის საკითხს.
ზაზა გაბუნიას მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქის, გია ცერცვაძის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებულია.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს არავის გადასცემს და ეს ჩვენი კონსტიტუციით არის გარანტირებული. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერმა ხაზგასმით თქვა, რომ შესაბამისი უწყებები ინტენსიურად მუშაობენ უკრაინელ კოლეგებთან. რა არის კიდევ საჭირო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაცია დასრულდეს? მაგრამ საქმე გვაქვს საკითხის უკიდურესი პოლიტიზირების მცდელობასთან და ეს გზა გადის სპეკულირებაზე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. მე, ისევე როგორც ბევრს ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი არ გვიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენი ქვეყანა წამოაგო რუსეთის უმძიმეს პროვოკაციას, დღეს კი ადამიანის ბედით მანიპულირებენ”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები