თბილისის საკრებულოში სამი კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, ასევე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების თავმჯდომარეებმა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე გულიკო ზუმბაძემ, ჯაბა სამუშიამ და თევდორე კობახიძემ, სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ იურიდიული განყოფილების უფროსთან, თეიმურაზ მეშველიანთან და მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან, ნინო საბანაძესთან ერთად, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილების საკითხზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე პირველი ინსტანციის მიერ დაკმაყოფილებული მოქალაქეთა ჯგუფის სასარჩელო მოთხოვნები განიხილეს, რის მიხედვითაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ “ქონების მართვის სააგენტოს”, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ, ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება დაევალა.
საკითხის უკეთ შესწავლისა და მეტი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები