ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, დღეს საკანონმდებლო ინიცირებებისა და სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ვეტერანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის დაწყებამდე, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის უფროსებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არსებული და სამომავლო გეგმები გააცნეს, რომლებიც ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
სამსახურის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა რეკომენდაციები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები