„რუსთავის აზოტიდან“ 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათი უმრავლესობა პენსიონერია

შპს „რუსთავის აზოტიდან“ 350-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა პენსიონერია. როგორც ქარხნის პროფკავშირების თავმჯდომარე გელა ბიჭიაშვილი აცხადებს, თანამშრომლები სამსახურიდან ყოველგვარი რეორგანიზაციის გარეშე გაათავისუფლეს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო.
„მოვიდა ახალი კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ პროფკავშირები არ გაუფრთხილებიათ, ყოველგვარი რეორგანიზაციის გარეშე, აღმოჩნდა, რომ 330 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა, ისინი იმუშავებენ მანამდე, სანამ კონტრაქტის ვადა არ ამოეწურებათ“, – აცხადებს გელა ბიჭიაშვილი.
მისი თქმით, დღეს სამსახურში გამოცხადებულ თანამშრომლებს ქარხანაში შესასვლელი საშვები დაბლოკილი დახვდათ და მათ შესვლა ვერ შეძლეს. ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად, პენსიონერია, სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს.
ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლების გათავისუფლებას უარყოფს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარხნის თანამშრომლებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები