“სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გასხვისების დაშვება, საფრთხის შემცველია”

“ვფიქრობ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე უკონტროლოდ გასხვისების დაშვება საფრთხის შემცველია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკითხი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანია.
მისი თქმით, საჭიროა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება.
“კომისიაში გამოიკვეთა პოზიცია, რომ კონსტიტუციაში პრინციპის დონეზე ჩანაწერის არსებობა მიზანშეწონილი იქნება, თუმცა ის, თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. კონკრეტულ ფორმულირებაზე შეჯერება არ მომხდარა. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება, თუმცა პრობლემა, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აბსოლუტურად შეუზღუდავ სივრცეს უკავშირდება, კონსტიტუციის დონეზე შებოჭილი იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის საკონსტიტუციო ინიციატივას სახელმწიფო კომისიას ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებიც“ სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები