სააკაშვილის ვარაუდით, გიორგი ცერცვაძეს პატიმრობიდან 3 თებერვალს გაუშვებენ

“ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძეს პატიმრობიდან 3 თებერვალს გაუშვებენ“, – ამის შესახებ ვარაუდი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკის პატიმრობაში ყოფნას “სამარცხვინო” უწოდა.
”მე ვფიქრობ, 3-ში გაუშვებენ, მაგრამ ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო. დღეს უკვე ჩანს, რომ პრინციპში,  გაუშვებენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი 3 თებერვლამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები