რატომ გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მარტში – ანა დოლიძის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც საჭირბოროტოა საქართველოს მოსახლეობისათვის და რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოს პარლამენტმა.
დოლიძის განმარტებით, პარლამენტთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა მარტში გაიმართება.
„იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტს სულ ახლახან ჰქონდა მიმართვა ახალარჩეული პარლამენტის მიმართ და პრეზიდენტის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ საქართველოს პარლამენტთან და შევჯერდით, რომ უპრიანი იქნებოდა, პრეზიდენტის გამოსვლა შემდგარიყო მოგვიანებით, გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მარტში”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები