მიხეილ ჯანელიძე: მთელი მთავრობა დგამს ყველა ნაბიჯს, რათა გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს

საქართველოს მთელი მთავრობა დგამს ყველა ნაბიჯს, რათა გიორგი ცერცვაძის უფლებები დაცული იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. ჯანელიძის თქმით, საგარეო უწყებამ რეაგირება ცერცვაძისგან მიღებული განცხადებისთანავე მოახდინა.
”16 იანვარსვე მოხდა უკრაინაში ჩვენი საელჩოს და საკონსულოს ინფორმირება და ნოტათი მიმართვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. მას შემდეგ საელჩო და ჩვენი კონსული ყოველდღიურ კონტაქტზეა უკრაინის შესაბამის ორგანოებთან, ასევე ცერცვაძის ადვოკატთან. შეთავაზებულია ყველა ტიპის დახმარება, რაც ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ ჩვენს მოქალაქეებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევე, როგორც საქართველოს მთელი მთავრობა დგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ერთი მიზნისკენ, დაცული იქნას ჩვენი მოქალაქის უფლებები”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს, საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ, კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები