ცერცვაძის საქმეზე შს მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, იგი საქმეზე დეტალურად ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ადამიანის უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. შსს-ს განცხადებაზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, მაგრამ ასე საჯაროდ ეს თემა ვერ იქნება განხილული. კონკრეტულ პასუხებს ჩემგან ამ ფორმატში ვერ მიიღებთ. თემის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ვერ გავაკეთებ ასე საჯაროდ კომენტარებს“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები