ალეპოელმა გოგონამ ტრამპს წერილი მიწერა – „თქვენ რამე უნდა გააკეთოთ სირიელი ბავშვებისთვის”
სირიელმა გოგონამ ბანა ალაბედმა, რომელიც ტვიტერში პუბლიკაციებით გახდა ცნობილი, დონალდ ტრამპს ღია წერილი მიწერა.
„თქვენ რამე უნდა გააკეთოთ სირიელი ბავშვებისთვის, ვინაიდან ისინიც ისევე იმსახურებენ მშვიდობიან სამყაროში ცხოვრებას, როგორც თქვენი ბავშვები.“ – დაწერა ბანა ალაბედმა.
ბანა და მისი ოჯახი ალეპოდან დეკემბერში წავიდა, როდესაც იქ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
როგორც ბანას დედამ ფატიმამ ტვიტერში დაწერა, ბანამ ეს წერილი ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნა, ვინაიდან „ხშირად ხედავდა მას ტელევიზორში“.