“შსს-მ და მთავარმა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გია ცერცვაძის უსაფრთხოება და ინტერესები დაცული ყოფილიყო”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გიორგა ცერცვაძის უსაფრთხოება და ინტერესები დაცული ყოფილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
”სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად, ხშირად ჯარისკაცის დასაცავად უსამართლოდ ექცევა პოლიციელებს და პოლიციელის დასაცავად პროკურორებს, რომლებიც თავის საქმეს კარგად აკეთებენ. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ბოლო წლებში. მით უმეტეს, როცა გია ცერცვაძე წარსულში შსს-ს სპეცრაზმში მსახურობდა და არა შეიარაღებულ ძალებში – მინდა კრიტიკოსებს შევახსენო, რომ პოლიციელები საკუთარ კოლეგებს არ ღალატობენ!
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უმოკლეს დროში, უკრაინაში ცერცვაძის გარშემო არსებული ვითარება გაირკვევა და ველოდები, რომ ეს მის სასარგებლოდ მოხდება”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები