თეა წულუკიანი: არც იუსტიციის სამინისტრო და არც მთავრობა პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოთი არ ქმნის ტრაგედიას

 არც იუსტიციის სამინისტრო და არც მთავრობა პრეზიდენტის დღევანდელი ვეტოთი არ ქმნის ტრაგედიას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი მათ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლის საშუალებას მისცემდა. როგორც მინისტრმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდა, დეპუტატებს ვეტოს გადალახვაზე ფიქრი მოუწევთ.
„გაკვირვების უფლება გვაქვს ჩვენ, ვეტოს დადების უფლება აქვს მას, ახლა ჩვენი ვალია, რომ ვეძებოთ შეთანხმება და თუ ვერ ვიპოვეთ, გადავლახოთ ეს ვეტო, რათა მართლმსაჯულების რეფორმის ტალღა რაც შეიძლება მალე გადავიდეს იმპლემენტაციის ფორმატში“, – განაცხადა წულუკიანმა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაუგზავნა ვეტო დღეს დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები