პარიზში უპილოტო ავტობუსები გამოჩნდა

საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის ქუჩებში უპილოტო მინიავტობუსები გამოჩნდნენ. ისინი ელექტროძრავებითაა აღჭურვილი. პროექტი ექსპერიმენტულია, მაგრამ მისი წარმატების შემთხვევაში, პარიზში ამ ტიპის ტრანსპორტის განვითარება იგეგმება.
ორივე ავტობუსი ჯერჯერობით მოკლე მარშრუტზე დადის – აუსტერლიცის და ლიონის სადგურებს შორის. ის ცალკე გამოყოფილ ზოლზე გადაადგილდება, რომლითაც სხვა ტრანსპორტი არ დადის.

ავტობუსს არ მართავს მძღოლი. გარდა ამისა, მას გამოკვეთილი წინა და უკანა ნაწილი არა აქვს, საბაგიროს გონდოლას ჰგავს და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემდეგ, მოტრიალების გარეშე უკან დაბრუნება შეუძლია.
ბოლო დროს უპილოტო მანქანების წარმოებით რამდენიმე კომპანიაა დაკავებული. ესენია გერმანული BMW და Volkswagen, ამერიკული General Motors და Tesla, ასევე კორეული KIA. მსოფლიოს ბევრი ქალაქის ქუჩებში ავტოპილოტიანი ავტომობილების ნახვა უკვე შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები