აშშ წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გავიდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. ამის თაობაზე “ბი ბი სი“ იუწყება. წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ამას ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გეგმავდა. მისი თქმით, ეს შეთანხმება აშშ-სთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს.

„ჩვენ ამერიკელი მუშებისთვის მშვენიერი რამ გავაკეთეთ”, – განაცხადა ტრამპმა შეთანხმების გაუქმების შემდეგ.

აშშ-ს და აზიის 12 ქვეყანას შორის შეთანხმება ბარაკ ობამას პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბარაკ ობამამ ამ შეთანხმებას მხარი დაუჭირა, კონგრესს ის რატიფიცირუბული არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები