აზერბაიჯანის მთავრობა 79 სახელმწიფო ობიექტის პრივატიზებას ამზადებს

აზერბაიჯანის მთავრობა 79 სახელმწიფო ობიექტის პრივატიზებას გეგმავს. აუქციონზე გატანილ ობიექტებს შორის სააქციო საზოგადოებები, მცირე საწარმოები და მიწის ნაკვეთებია.
აუქციონზე გატანილი საწარმოები სამუხის, ბაილაგანისგერანბოისკის, ბარდინსკის რაიონში და ბაქოს ტერიტორიაზე მდებარეობს.
მიწის ნაკვეთების უმეტესობა ბაქოში მდებარეობს. ყველაზე ძვირი აზერბაიჯანის დედაქალაქის იასამალის რაიონში არსებული ნაკვეთია. მისი საწყისი ფასი 290 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, გასაყიდად გატანილი სააქციო საზოგადოებები მშენებლობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ტრანსპორტის სფეროებს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები